Thursday, July 13, 2017

პროექტის კითხვარი

1.პროექტის სახელწოდება.

   სწორი კვება.ჯანსაღი ცხოვრების წესი.

2.პროექტის მთავარი იდეა.

   მოსწავლეები გაეცნობიან რომელია ჯანსაღი კვების პროდუქტები,რა სარგებლობა მოაქვს სწორ კვებას და აქტიური ცხოვრების წესს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და გამოიყენებენ ამ კვლევის შედეგებზე მიღებულ რჩევებს რეალურ ცხოვრებაში.
 პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,განუვითარდებათ წერის,კითხვის,მოსმენის და მეტყველების უნარჩვევები ინგლისურ ენაზე.
3.პროექტის აქტუალობა.
მოსწავლეები გააცნობიერებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.გაიმდიდრებენ ინგლისური ენის ლექსიკას პროექტზე მუშაობის პროცესში.

4.პროექტის მიზნები.

 მოსწავლეები შეძლებენ ინგლისურენოვანი წყაროებიდან ინტერნეტში მოძიებული მასალის საფუძველზე გამიჯნონ რომელია ჯანსაღი და არაჯანსღი კვების პროდუქტები.
     კომპეტენტურ ადამიანებთან საუბრების შემდეგ გააკეთონ დასკვნები ჯანმრთელობისათვის აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტების შესახებ.
      ინტერნეტ რესურსების დახმარებით შეისწავლიან რა არის გენური ინჟინერია,რატომ იქმნება გენმოდიფიცირებული საკვები და მიღებული ცოდნის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნებს მისი მავნებლობის თუ უვნებლობის შესახებ.
     მოსწავლეები შეძლებენ ბროშურების,პოსტერების და პრეზენტაციის  მომზადებას ინგლისურ ენაზე.
განუვითარდებათ წერის,კითხვის,მოსმენის და მეტყველების უნარჩვევები.
5.მონაწილეთა ასაკი
.
   15-16 წელი. X კლასი.

6.პროექტის ხანგრძლივობა.

   2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები.პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.
  ბროშურები, სარეკლამო ვიდეორგოლი,პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
8.პროდუქტისთვის საჭირო რესურსები.

ინგლისურენოვანი ვებგვერდები ინტერნეტში (http://www.healthylife.com.au/products/)         ,მარკერები,თაბახის ფურცლები,კომპიუტერი,პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა.
 კლასს გავაცნობ პროექტის იდეას და მიზანს.დავყოფ 3 ჯგუფად. ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინგლისურენოვანი წყაროებიდან კვების პროდუქტებზე,ჩამოწერენ ცხრილს რომელია ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და მავნე პროდუქტი,რომელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ვიტამინები და რომელი პროდუქტი შეიცავს ამას.
 მეორე ჯგუფის წევრები გაესაუბრებიან ბიოლოგიის მასწავლებელს,სპორტის მასწავლებელს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ინგლისურ ენაზე გააკეთებენ ჯანსაღი ცხოვრების წესების ჩამონათვალს.
 მესამე ჯგუფის წევრები ინგლისურენოვანი ვებგვერდებიდან მოიძიებენ ინფორმაციას გენური იჟინერიის შესახებ,რა არის მისი შექმნის მიზანი,საჭიროა თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები და გააკეთებენ ბროშურას სადაც მოძიებული მასალის საფუძველზე დაწერენ რატომ უნდა მოვერიდოთ ასეთი საკვების მიღებას.
მოსწავლეები გააერთიანებენ ჯგუფებში შექმნილ მასალას და შექმნიან პროექტის საბოლოო პროდუქტს- პრეზენტაციას  ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სწორ კვებაზე .პრეზენტაციას წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე რომელსაც წარუდგენენ სკოლის მოსწავლეებს.

10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
 ბიოლოგია,სპორტი,ისტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი.
ნაზი გიგიაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელფოსტა.
  nazi.gigiashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ გვერდი ბლოგი.





Wednesday, July 12, 2017

პროექტის კითხვარი




1.ჯანსაღი კვება.ჯანსაღი ცხოვრების წესი.
2.მოსწავლეები გაეცნობიან რომელია ჯანსაღი პროდუქტები,რა სარგებლობა მოაქვს სწორ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
3.მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტიდან

სასწავლო პროექტები




What a Wonderful World | Playing For Change

"A Song of Peace" with lyrics

Jeremy Gilley: One day of peace

Introduction to Peace One Day ( 2016)